პატივმოყვარე

7

პატივმოყვარე  _  ვისაც პატივი, დიდება უყვარს, განდიდების მოყვარული

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „პატივისცემა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერები და ნეკები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა წინ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიყვარული“ _ ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელი ეხება მკერდს მხართან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.