პატივცემული

6

პატივცემული  _  ვისაც პატივს სცემენ, ღირსეული, დაფასებული

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „პატივისცემა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერები და ნეკები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა წინ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ძვირფასი“ _ ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარჯვენა ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, მარჯვენა ხელი ზემოდან ადევს გაშლილ მარცხენას და ზევით მოძრაობს, ბოლო ფაზაში ორივე ხელის თითები გაშლილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.