პოლიტიკა

პოლიტიკა  _    ინტერესების დასაცავად გამოყენებული მეთოდები და საშუალებები,  საზოგადოებაში ბატონობისათვის, ძალაუფლებისათვის ბრძოლა, სახელმწიფო საქმეებში მონაწილეობა, სახელმწიფოთა შორის ურთიერთობა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით ჩაწეული შუა თითით ხელი ეხება პირს, სრულდება ზიგზაგური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ და ქვევით.  ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.    

Categories

პოლემიკა

პოლემიკა   _   კამათი, პაექრობა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია  ერთხელიანი, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „პოლიტიკა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით ჩაწეული შუა თითით ხელი ეხება პირს, სრულდება ზიგზაგური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კამათი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხლით … Read more

Categories

პოზიტიური

პოზიტიური  _    დადებითი   ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური ჟესტი, ქვევით და ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთზე გადაჯვარედინებულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

პოზიცია

პოზიცია _  1. რისამე მდგომარეობა, მდებარეობა, განლაგება; 2. თვალსაზრისი ამა თუ იმ საკითხის შესახებ   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჩემი“ _ სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „აზრი“ _ შუბლთან განთავსებული ხელისგული მიმართულია მარცხნივ, ცერი ეხება გაშლილი თითების … Read more

Categories

პოვნა

პოვნა   _   დამალულის, დაკარგულის, მანამდე უჩინარის ნახვა, მიკვლევა, მიგნება, აღმოჩენა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხენა ხელისგულის ზემოთ და ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით მიმართულია სხეულისკენ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

პოეტი

პოეტი   _   ლექსების მწერალი, მგოსანი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ლექსი“ _ მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია ცერი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელი გაშლილი თითებით ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს კლაკნილი ტრაექტორიით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური … Read more

Categories

პოეზია

პოეზია  _  სიტყვებით გამოხატული მხატვრული შემოქმედება, რომელიც სახეების საშუალებით ასახავს სინამდვილეს,  რიტმულად მოწესრიგებული მეტყველება,  ლექსები   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი „ლექსი“ / „სიტყვების ჩამონათვალი წყობით“ _ სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და წრიულად მოხრილია ცერი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს, … Read more

Categories

პლომბი

პლომბი  _   ერთგვარი ტყვიის ბეჭედი, რომელსაც ადებენ დაკეტილ კარს, საქონელს და სხვ. ხელუხლებლობის ნიშნად   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის  დონეზე.

Categories

პლაჟი

პლაჟი  _  ზღვის, მდინარის, ტბის გაშლილი ნაპირი, რომელიც გამოდგება საბანაოდ და მზის აბაზანების მისაღებად   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „ცურვა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მზე“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება მოხრილი … Read more

Categories

პირუტყვი

პირუტყვი  _  ცხოველი, ლაპარაკის უნარს მოკლებული, უტყვი, უენო   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცხოველი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ხელები ეხება მკერდს, მარჯვენა ხელი ზევითაა განთავსებული, ორივე ხელით სხეულზე შეხებით სრულდება რკალური ტრაექტორიის განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, … Read more

Categories

პირსახოცი

პირსახოცი _   ქსოვილის ვიწრო და მოგრძო ნაჭერი, რომლითაც პირსა და ხელებს იმშრალებენ   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი  მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

პიროვნული

პიროვნული _  პიროვნების დამახასიათებელი, პიროვნების შესაფერი, თავისებური, ინდივიდუალური, პირადი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სახე“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და სახისკენ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება წრიული მოძრაობა სახის გარშემო; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მეობა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილია ცერი და საჩვენებელი თითი, ხელი ეხება … Read more

Categories

პირნათელი

პირნათელი _   მართალი, პატიოსანი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სახე“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და სახისკენ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება წრიული მოძრაობა სახის გარშემო; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სუფთა“ _ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული იმავე … Read more

Categories

პირისახე

პირისახე  _   სახე, პირი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სახე“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და სახისკენ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება წრიული მოძრაობა სახის გარშემო; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „სახე“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია სახესთან განლაგებული ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია ფალანგებში ოდნავ მოხრილი საჩვენებელი  თითები … Read more

Categories

პირი

პირი _   ნაპრალი ტუჩებს შორის, ბაგეთა ჭრილი, ტუჩების მოხაზულობა   ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია ტუჩებზე მიდებული საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories