პიროვნული

5

პიროვნული _  პიროვნების დამახასიათებელი, პიროვნების შესაფერი, თავისებური, ინდივიდუალური, პირადი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სახე“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და სახისკენ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება წრიული მოძრაობა სახის გარშემო; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მეობა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილია ცერი და საჩვენებელი თითი, ხელი ეხება მკერდს, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.