პლაჟი

8

პლაჟი  _  ზღვის, მდინარის, ტბის გაშლილი ნაპირი, რომელიც გამოდგება საბანაოდ და მზის აბაზანების მისაღებად

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „ცურვა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მზე“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება მოხრილი თითების წვერებს, მომდევნო ფაზაში სახის წინ განთავსებულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და  სახის დონეზე.