პირადობა

9

პირადობა  _  ვინაობის დამადასტურებელი საბუთი, მოწმობა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟეტი „პასპორტი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, მარჯვენა ხელის თითები ზემოდან გადაჯვარედინებულად ადევს მარცხენა ხელის გაშლილ თითებს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბარათი“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია ფალანგებში ოდნავ მოხრილი საჩვენებელი თითები და ცერები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _  მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.