პენსიონერი

3

პენსიონერი _   ვინც პენსიას იღებს (პენსია ეკუთვნით მოხუცებულებს, ინვალიდებს, ოჯახის წევრებს ოჯახის მარჩენალის გარდაცვალების ან ომში დაღუპვის შემთხვევაში)

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „პენსია“ _ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბებერი“ / „მოხუცი“ _ ხელისგული სახისკენაა მიმართული, თითები შეკრულია მუშტად, ხელი ლოყას ეხება და ქვევით მოძრაობს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და სახის დონეზე.