ცოცვა

ცოცვა  _ მუცლით ხოხვა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება სპირალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა წინ.  ჟესტი წარმოდგენილია წელის დონეზე.

Categories

ცოფი

ცოფი  _ მძიმე, გადამდები დაავადება ცხოველებისა და ადამიანებისა, გადადის კბენით და ნერწყვით, დაავადებულს ახასიათებს წყლის შიში, ძლიერი აღგზნება, სასუნთქი ორგანოების დამბლა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცხოველი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ზევით აღმართული ცერებით, ხელები ეხება მკერდს და ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა … Read more

Categories

ცოტა

ცოტა  _   მცირე რაოდენობა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართული საჩვენებელი თითის წვერი განმეორებითი მოძრაობით ეხება ცერს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ცომი

ცომი  _   წყალში ან რძეში მოზელილი ფქვილი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ხელისგულები მუშტად შეკრული  თითებით მიმართულია ქვევით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ცოლშვილი

ცოლშვილი    ჯალაბობა, სახლეული, ოჯახი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბეჭედი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა არათითს ბეჭდის ადგილას და მარცხნივ ზევით მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შვილი“ – ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ეხება მკერდს … Read more

Categories

ცოლი

ცოლი  _ ქალი იმ კაცის მიმართ, რომელთანაც ქორწინებით არის დაკავშირებული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქალი“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ჩაკეცილი ცერით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება ნიკაპს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბეჭედი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი … Read more

Categories

ცოდვილი

ცოდვილი _   ვისაც ცოდვა აქვს, ვინც შესცოდა, ცოდვის ჩამდენი, ცოდვიანი   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შეცდომა“ _ ქვევით მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, გაშლილი და მარჯვნივ მიმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, გაშლილი თითებით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სინანული“ _ ერთმანეთისკენ … Read more

Categories

ცოდვა

ცოდვა _  დანაშაულის ჩადენა ღვთის წინაშე   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შეცდომა“ _ ქვევით მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, გაშლილი და მარჯვნივ მიმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, გაშლილი თითებით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სინანული“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული … Read more

Categories

ცნობისმოყვარე

ცნობისმოყვარე  _ ვისაც ყველაფრის შეტყობის სურვილი აქვს   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საინტერსო“ _ წარმოდგენილი ძველი ანბანის ც დაქტილით: წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია ნეკი და არათითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჩაყოფა“ _  მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული ფართოდ გაშლილი … Read more

Categories

ცნობა

ცნობა _   ოფიციალური საბუთი რისამე დასადასტურებლად, მოწმობა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, ცერი ეხება შუა და საჩვენებელი თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელის გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით, ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის … Read more

Categories

ციხე

ციხე  _   საპატიმრო, საპყრობილე, სატუსაღო   ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური, იკონური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, ფართოდ გაშლილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, მარცხენა ხელის თითები ზედ ადევს მარჯვენა ხელის გაშლილ თითებს ოთხკუთხედის ფორმით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ცისფერი

ცისფერი  _ რაც ფერით ცას მოგვაგონებს, ღია ლურჯი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ლურჯი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი და წრიულად მოხრილია საჩვენებელი თითი და ცერი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჩამოშლა“ _ წინ მიმართულია სახესთან განთავსებული ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული … Read more

Categories

ცივი

ცივი    დაბალი ტემპერატურის მქონე, სითბოს მოკლებული  იხ.სიცივე იხ.ყინული იხ. ზამთარი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ორივე ხელით სრულდება ნახევრ-წრის ტრაექტორიის მოძრაობა და მომდევნო ფაზაში ხელისგულები ზევითაა მიმართული. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ციგა

ციგა _     ხელით სატარებელი ან ბავშვთა სასრიალო პატარა მარხილი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგულები, წინ მიმართულია ფალანგებში მოხრილი ცერი და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ცვარი

ცვარი  _ ნამი, ტენიანი ჰაერის გაცივების შედეგად საგანთა ზედაპირზე გაჩენილი წვრილი წვეთები   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ბოლო ფაზაში ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories