ცვალებადი

3

ცვალებადი  _  რაც იცვლება, რასაც ცვლილება ახასიათებს

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მხრების დონეზე განთავსებული, წინ წამოწეული ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ბოლო ფაზაში ზევით მიმართულია მკერდთან განთავსებული ხელისგულები იმავე კონფიგურაციით. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ცვლა

2

ცვლა  _ შეცვლა, გამოცვლა, შენაცვლება

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ბოლო ფაზაში ზევით მიმართულია ხელისგულები იმავე კონფიგურაციით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ცეცხლი

1

ცეცხლი _   ალიანი მხურვალება, რაც წვის პროცესში, დანთების შედეგად ჩნდება

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, ნეკის და ცერის წვერები ერთმანეთს ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ცერი

10

ცერი  _ ადამიანის ხელის და ფეხის პირველი, ყველაზე მსხვილი თითი

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, მითითებითი ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია ცერი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ქვევით მიმართულია ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა საჩვენებელი თითი მიმართულია  მარცხენა ცერისკენ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ცემენტი

9

ცემენტი  _  ფხვიერი საშენი მასალა, მინერალური ნივთიერება, რომელსაც წყალში ზელენ და იყენებენ ბეტონის ან დუღაბის დასამზადებლად

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფხვნილი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, ცერები განმეორებადი მოძრაობით ეხება გაშლილი და ქვევით მიმართული თითების წვერებს. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ცემა

8

ცემა  _ რტყმა, დაკვრა

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით   ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, მარცხენაზე განთავსებული მარჯვენა ხელი ასრულებს რკალური ტრაექტორიის მოძრაობას მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.

კატეგორია:

ცელქი

7

ცელქი _ მხიარული და მოძრავი, ანცი, დაუდეგარი

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი,  სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, გაშლილი თითები ეხება სახეს ცხვირთან, მომდევნო ფაზაში  სხეულისკენ მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

 

კატეგორია:

ცეკვა

6

ცეკვა _  ხელოვნების დარგი, მუსიკის გარკვეული ტემპით და ფორმის პლასტიკით მოძრაობა

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა, ხელები მაჯაში ტრიალებს. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

კატეგორია:

ცდა

5

ცდა  _ მოქმედება რისამე შესასრულებლად, მცდელობა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „ცდა“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და ზევით აღმართული ცერით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ცერი ეხება ნიკაპს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ანალიზი“ / „შემოწმება“ _ ხელისგულები წინ და ქვევითაა მიმართული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ცახცახი

4

ცახცახი  _   ძლიერი კანკალი, ძაგძაგი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ყინვა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებითი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კბილის კბილზე ცემინება“ _ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ერთმანეთთან ახლოს განთავსებული ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი, წინ მიმართული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებითი, დაახლოებითი მოძრაობა რკალური ტრაექტორიით და ხელები ერთმანეთს ეხება თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ცარცი

3

ცარცი  _ რბილი, თეთრი კირქვა, რომელიც გამოიყენება დაფაზე საწერად ან შესათეთრებლად

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თეთრი“ – ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, ცერით და საჩვენებელი თითით იკვრება წრე და ხელი ეხება მკერდს, დანარჩენი თითები გაშლილია, მომდევნო ფაზაში გაშლილია თითები და ქვევით ჩაწეულია შუათითი; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „წერა“ _ წინ მიმართულია ხელისგული, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება კლაკნილი ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.

კატეგორია:

ცალკე

2

ცალკე  _   სხვებისაგან მოშორებით, განკერძოებით, განცალკევებით

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ, მარჯვენა ხელი ზედ ადევს მარცხენას და რკალური ტრაექტორიით მოძრაობს მარჯვნივ და ზევით.  ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ცა

1

ცა _  დედამიწის ზემოთ არსებული სივრცე, ზეცა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ლურჯი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი და წრიულად მოხრილია საჩვენებელი თითი და ცერი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ზეცა“ _ წინ მიმართულია თავთან განთავსებული ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

კატეგორია: