ცარცი

3

ცარცი  _ რბილი, თეთრი კირქვა, რომელიც გამოიყენება დაფაზე საწერად ან შესათეთრებლად

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თეთრი“ – ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, ცერით და საჩვენებელი თითით იკვრება წრე და ხელი ეხება მკერდს, დანარჩენი თითები გაშლილია, მომდევნო ფაზაში გაშლილია თითები და ქვევით ჩაწეულია შუათითი; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „წერა“ _ წინ მიმართულია ხელისგული, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება კლაკნილი ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.