ცახცახი

4

ცახცახი  _   ძლიერი კანკალი, ძაგძაგი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ყინვა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებითი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კბილის კბილზე ცემინება“ _ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ერთმანეთთან ახლოს განთავსებული ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი, წინ მიმართული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებითი, დაახლოებითი მოძრაობა რკალური ტრაექტორიით და ხელები ერთმანეთს ეხება თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.