ცდა _ მოქმედება რისამე შესასრულებლად, მცდელობა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცდა“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და ზევით აღმართული ცერით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ცერი ეხება ნიკაპს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ანალიზი“ / „შემოწმება“ _ ხელისგულები წინ და ქვევითაა მიმართული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.