ცხოვრება

ცხოვრება   _   არსებობა, სიცოცხლე   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ხელები ეხება სხეულს. ჟესტი წარმოდგენილია წელის დონეზე.

Categories ც

ცხოველი

ცხოველი _  ცოცხალი არსება, სულდგმული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცხოველი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული  თითებით, ზევით აღმართული ცერებით, ხელები ეხება მკერდს და სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დათვი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი, ქვევით დაშვებული თითებით, … Read more

Categories ც

ცხვირი

ცხვირი  _  ადამიანის და პირუტყვის ყნოსვის ორგანო, ნესტოებიანი შემაღლება სახეზე, თვალებს ქვემოთ   ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია ცხვირზე მიდებული საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories ც

ცხიმი

ცხიმი   _ ქონი, ზეთი, ორგანული ნივთიერება, რომელიც წყალში არ იხსნება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია წინ, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.  

Categories ც

ცხვარი

ცხვარი _   წვრილფეხა რქიანი ცხოველი, აშენებენ მატყლის, ხორცისა და რძისთვის   ორხელიანი, დინამიკური, იკონური ჟესტი, ხელისგულები მიმართულია ქვევით, გაშლილი და თავისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებითი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories ც

ცხენი

ცხენი _  დიდი ტანის ჩლიქგაუყოფელი ცხოველი, რომელსაც იყენებენ შესაჯდომად, შესაბმელად და ბარგის საზიდად   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები მიმართულია  ქვევით, მარჯვენა ხელის გაშლილი და ქვევით მიმართული შუა და საჩვენებელი თითები გარდიგარდმო ადევს მარცხენა ხელის გაშლილ და წინ მიმართულ საჩვენებელ თითს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია ორივე ხელზე, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი … Read more

Categories ც

ცხელი

ცხელი    _ მაღალი ტემპერატურის მქონე, მხურვალე   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ და ბოლო ფაზაში წინ მიმართულია ხელისგული იმავე კონფიგურაციით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.

Categories ც

ცხარე

ცხარე   _  მეტად მხურვალე, დამწველი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მწარე“ _ სხეულისკენ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული გაშლილი თითების რხევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „მაგრად“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

Categories ც

ცხადად

ცხადად  _ აშკარად   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური  სიტყვა-ჟესტი „დანახვა“ _ სხეულისკენ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიცხადე“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ზევით. … Read more

Categories ც

ცუღლუტი

ცუღლუტი  _ მატყუარა, თაღლითი, უქნარა, მოუსვენარი, დაუდეგარი, ეშმაკუნა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ეშმაკი“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული, საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია და აღმართულია ზევით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება ლოყას; ჟესტის მეორე ნაწილია სიტყვა-ჟესტი „ძრომიალა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და წინ … Read more

Categories ც

ცული

ცული _   ხის ტარზე წამოცმული მჭრელპირიანი რკინის იარაღი ხის საჩეხად, ნაჯახი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories ც

ცუდი

ცუდი _  უარყოფითი თვისებების მქონე, უვარგისი, უხეირო   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია წინ, თითები შეკრულია მუშტად, ქვევით მიმართულია გაშლილი ცერი, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories ც

ცრუ

ცრუ   _  ვინც სიცრუეს ლაპარაკობს, ტყუის, მატყუარა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories ც

ცრემლი

ცრემლი  _ თვალიდან გამონადენი სითხე, რომელსაც გამოყოფს საცრემლე ჯირკვლები   ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია ლოყაზე მიდებული საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories ც

ცოცხალი

ცოცხალი  _  სიცოცხლის მქონე   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ხელები ეხება სხეულს. ჟესტი წარმოდგენილია წელის დონეზე.

Categories ც