ცხოველი

2

ცხოველი _  ცოცხალი არსება, სულდგმული

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცხოველი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული  თითებით, ზევით აღმართული ცერებით, ხელები ეხება მკერდს და სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დათვი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი, ქვევით დაშვებული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.