ცუღლუტი

4

ცუღლუტი  _ მატყუარა, თაღლითი, უქნარა, მოუსვენარი, დაუდეგარი, ეშმაკუნა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ეშმაკი“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული, საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია და აღმართულია ზევით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება ლოყას; ჟესტის მეორე ნაწილია სიტყვა-ჟესტი „ძრომიალა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მოძრაობა სრულდება წინ კლაკნილი ტრაექტორიით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და წელის დონეზე.