ცხადად

5

ცხადად  _ აშკარად

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური  სიტყვა-ჟესტი „დანახვა“ _ სხეულისკენ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიცხადე“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ზევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.