ცოლი

3

ცოლი  _ ქალი იმ კაცის მიმართ, რომელთანაც ქორწინებით არის დაკავშირებული

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქალი“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ჩაკეცილი ცერით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება ნიკაპს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბეჭედი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა არათითს ბეჭდის ადგილას და მარცხნივ, ზევით მოძრაობს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.