ცისფერი

7

ცისფერი  _ რაც ფერით ცას მოგვაგონებს, ღია ლურჯი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ლურჯი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი და წრიულად მოხრილია საჩვენებელი თითი და ცერი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჩამოშლა“ _ წინ მიმართულია სახესთან განთავსებული ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება კლაკნილი ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.