ცნობა

9

ცნობა _   ოფიციალური საბუთი რისამე დასადასტურებლად, მოწმობა

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, ცერი ეხება შუა და საჩვენებელი თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელის გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით, ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.