ცნობისმოყვარე

10

ცნობისმოყვარე  _ ვისაც ყველაფრის შეტყობის სურვილი აქვს

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საინტერსო“ _ წარმოდგენილი ძველი ანბანის ც დაქტილით: წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია ნეკი და არათითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჩაყოფა“ _  მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, წინ მიმართულია ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.