ცოდვა

1

ცოდვა _  დანაშაულის ჩადენა ღვთის წინაშე

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შეცდომა“ _ ქვევით მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, გაშლილი და მარჯვნივ მიმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, გაშლილი თითებით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სინანული“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული  თითებით და სხეულისკენ მიმართული ცერებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა წინ და უკან და ცერები ეხება მკერდს.  ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.