ცოდვილი

2

ცოდვილი _   ვისაც ცოდვა აქვს, ვინც შესცოდა, ცოდვის ჩამდენი, ცოდვიანი

 

რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შეცდომა“ _ ქვევით მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, გაშლილი და მარჯვნივ მიმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, გაშლილი თითებით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სინანული“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული  თითებით და სხეულისკენ მიმართული ცერებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა წინ და უკან და ცერები ეხება მკერდს; ჟესტის მესამე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია  სახის, მკერდისა და მხრების დონეზე.