ცოფი _ მძიმე, გადამდები დაავადება ცხოველებისა და ადამიანებისა, გადადის კბენით და ნერწყვით, დაავადებულს ახასიათებს წყლის შიში, ძლიერი აღგზნება, სასუნთქი ორგანოების დამბლა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცხოველი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ზევით აღმართული ცერებით, ხელები ეხება მკერდს და ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „გადადება“ / „გადამდები“ _ სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული, წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, ერთმანეთზე გადაჭდობილია გაშლილი და ფალანგებში მოხრილი საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.