შერიგება

  შერიგება  _ უმძრახად მყოფთაგან ერთმანეთისათვის ხმის გაცემა, დალაპარაკება;  მოწინააღმდეგეთა ერთმანეთთან შეთანხმება, მორიგება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ და ბოლო ფაზაში ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია თითებით ერთმანეთზე გადაჭდობილი ხელისგულები. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

შერთვა

შერთვა     _    შეუღლება, დაქორწინება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი, ქვევით დაშვებული თითებით, მარჯვენა ხელის ცერი და საჩვენებელი თითები შემოჭდობილია მარცხენა არათითზე, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ და ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

შერევა

შერევა  _  ერთის მეორეში გარევა, ერთმანეთში არევა, შეზავება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით და ჩაკეცილი ცერებით, ბოლო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ერთმანეთზე გადაჭდობილი თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

შეპირება

შეპირება _  სიტყვის, პირობის მიცემა; დაპირება, აღთქმა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები წინაა მიმართული, გაშლილი და ზევით აღმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ბოლო ფაზაში ქვევით მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

შეპარვა

შეპარვა _  პარვით, მალულად, შეუმჩნევლად შესვლა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ჩუმად“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ტუჩებზე მიდებულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „შესვლა“ _ წინ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, წინ და ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და … Read more

Categories

შენობა

შენობა _  ნაგებობა, სახლი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „სახლი“ _ გაშლილი ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული და საჩვენებელი თითების წვერები ერთმანეთს ეხება; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შენობა-ნაგებობა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული  გაშლილი თითებით და ჩაკეცილი ცერით, სრულდება მოძრაობა ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.  

Categories

შენელება

შენელება _  სიჩქარის, სისწრაფის მოკლება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნელი“ _ ერთმანეთისკენ  მიმართულია ხელისგულები, საჩვენებელი თითები და ცერები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნაზი“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, არათითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები … Read more

Categories

შენება

შენება  _ საშენი მასალისაგან რაიმე ნაგებობის კეთება, დადგმა, აგება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები მიმართულია ქვევით და ერთმანეთისკენ, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით, თითები ერთმანეთს მსუბუქად ეხება მოძრაობისას. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

შენახვა

შენახვა _  1. რისამე შემდეგისათვის ისე გადადება, რომ დაცული იყოს, დაცვა; 2. დაფარვა,  გაუმჟღავნებლობა; 3. თავის ან სხვისი რჩენა, საზრდოობა, მოვლა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ და ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული  თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის … Read more

Categories

შენაკადი

შენაკადი _  მდინარე, რომელიც სხვა მდინარეს ან ზღვას ერთვის   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ზღვა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ტალღური ტრაექტორიის მოძრაობა წინ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მდინარე“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია ფალანგებში მოხრილი ცერი და საჩვენებელი თითი, … Read more

Categories

შემცვლელი

შემცვლელი   _  მაგიერი, მონაცვლე   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გადაქცევა“ / „გარდაქმნა“ _ ერთმანეთისკენ მიმართული და ერთმანეთზე მიდებულია ხელისგულები, გაშლილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, საჩვენებელი თითებით სრულდება რკალური ტრაექტორიის მონაცვლეობითი, განმეორებითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და … Read more

Categories

შემჩნევა

შემჩნევა _  თვალის მოკვრა, ყურადღების მიქცევა, დანახვა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „თვალი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და თვალთან  მიდებულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „(თვალით) დაჭერა“ –  გაშლილი თითებით წინ მიმართულია ხელისგული, ბოლო ფაზაში მუშტად შეკრული თითებით ქვევით მიმართულია ხელისგული. ჟესტი წარმოდგენილია … Read more

Categories

შემუშავება

შემუშავება  _ დამუშავება, მომზადება, დამზადება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სამუშაო“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შეკაზმვა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს, ორივე ხელით … Read more

Categories

შემსუბუქება

შემსუბუქება  _  სიმძიმის მოკლება, გამსუბუქება, გამჩატება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „დახმარება“ _ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და გაშლილი ცერით, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა მარცხნივ და ცერი ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „სიმსუბუქე“ _ ზევით მიმართულია ხელისგულები … Read more

Categories

შემოხტომა

შემოხტომა  _    შიგნით ხტომით შემოსვლა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია ფალანგებში ოდნავ მოხრილი, ქვევით მიმართული შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories