შემსუბუქება

3

შემსუბუქება  _  სიმძიმის მოკლება, გამსუბუქება, გამჩატება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „დახმარება“ _ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და გაშლილი ცერით, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა მარცხნივ და ცერი ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „სიმსუბუქე“ _ ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.