შემუშავება

4

შემუშავება  _ დამუშავება, მომზადება, დამზადება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სამუშაო“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შეკაზმვა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს, ორივე ხელით სრულდება შიგნით მიმართული რკალური ტრაექტორიის ორჯერადი მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.