შუქნიშანი

18

შუქნიშანი   _    სასიგნალო ელექტროფარანი სამი ფერის (მწვანე, ყვითელი და წითელი) მინით, რომელიც გამოიყენება ქუჩებსა და გზებზე მოძრაობის სარეგულაციოდ

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია სახის გასწვრივ განთავსებული ხელისგული, ცერი ეხება ფალანგებში მოხრილი თითების წვერებს, სრულდება სამჯერადი მოძრაობა სხეულისკენ, ბოლო ფაზაში ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართულია თითები. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.

კატეგორია:

შეხვევა

17

შეხვევა   _  გეზის, მიმართულების შეცვლა, გადახვევა, გადასვლა

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, მარცხნივ მიმართულია მარცხენა ხელისგულზე განთავსებული მარჯვენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

შეხვევა

16

შეხვევა _   გახვევა, გამოხვევა, შებურვა, შეფუთვნა

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა მარცხენა ხელის თითების ირგვლივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

შეშინებული

15

შეშინებული  _ შიშით მოცული, შიშით ატანილი; ძლიერ შემკრთალი, დამფრთხალი, დაფეთებული

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შიში“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ერთმანეთთან შეტყუპებული და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით ხელი ეხება მკერდს, სრულდება განმეორებითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უკვე“ _  სხეულისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

შესამჩნევი

14

შესამჩნევი _  თვალში მოსახვედრი, შესატყობი, დასანახავი

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ, მომდევნო ფაზაში ფართოდ გაშლილი თითებით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან.  ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.

კატეგორია:

შევიწროება

13

შევიწროება _ დავიწროება, სიგანის მოკლება, ვიწროდ ქცევა

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით, შეტყუპებული და წრიულად მოხრილი თითებით გამოსახულია ღია წრე, მარჯვენა ხელი ზევითაა განთავსებული, ორივე ხელით ერთად სრულდება მოძრაობა ქვევით და ბოლო ფაზაში მუშტად შეკრული თითებით მარჯვენა ხელი ზემოდან ადევს იმავე კონფიგურაციის მარჯვენას. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

შარავანდედი

12

შარავანდედი _ სხივი, შუქი, ბრწყინვალება

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები, ერთმანეთთან ახლოს განთავსებულია ხელები, ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა ქვევით, ბოლო ფაზაში ურთიერთსაპირისპიროდ მიმართულია ფართოდ გაშლილი თითები ჩაკეცილი ცერებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

შაბათი

11

შაბათი _ შვიდდღიანი კვირის მეექვსე დღე

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

შთამომავლობა

10

შთამომავლობა  _ შთამომავლები, მემკვიდრეობით მიღებული გენეტიკა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შვილი“ _ ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ეხება მკერდს და ქვევით ეშვება რკალური ტრაექტორიით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თაობა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

შთაბეჭდილება

9

შთაბეჭდილება  _ ადამიანის შემეცნებაში შეგრძნებების გზით მიღებული გარეგამღიზიანებლის კვალი, გავლენა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „აზრი“ _ ხელისგული მიმართულია მარცხნივ, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს და ხელი ეხება საფეთქელს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დარჩენა“ _ ზევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ბოლო ფაზაში ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ქვევით დაშვებული თითებით. ჟესტი სრულდება სახისა და მკერდის დონეზე,

 

კატეგორია:

შვილიშვილი

8

შვილიშვილი  _  შვილის შვილი, შთამომავალი

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ეხება მკერდს და ქვევით ეშვება რკალური ტრაექტორიით ორჯერ. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

შვილი

7

შვილი _   ადამიანი თავისი მშობლების მიმართ

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ეხება მკერდს და ქვევით ეშვება რკალური ტრაექტორიით. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

კატეგორია:

შვიდი

6

შვიდი  _  რიცხვი 7, ხუთი და ორი

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული  გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, გაშლილი ცერი და საჩვენებელი თითით მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

შველა

5

შველა  _  დახმარება, შემწეობა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დახმარება“ _ მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარცხნივ  მიმართულია მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და გაშლილი ცერით, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ზევით და მარცხნივ, მარჯვენა ცერი ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დახსნა“ _ ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ზევით და ბოლო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.

კატეგორია:

შეჯამება

4

 

შეჯამება  _ 1. ჯამის გამოყვანა, შეკრება; 2. დასკვნის გაკეთება

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ირიბ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება დაახლოებითი მოძრაობა და ბოლო ფაზაში ერთმანეთთან ახლოს მიტანილია ხელისგულები, ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია: