შემჩნევა

5

შემჩნევა _  თვალის მოკვრა, ყურადღების მიქცევა, დანახვა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „თვალი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და თვალთან  მიდებულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „(თვალით) დაჭერა“ –  გაშლილი თითებით წინ მიმართულია ხელისგული, ბოლო ფაზაში მუშტად შეკრული თითებით ქვევით მიმართულია ხელისგული. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.