შენელება

10

შენელება _  სიჩქარის, სისწრაფის მოკლება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური

სიტყვა-ჟესტი „ნელი“ _ ერთმანეთისკენ  მიმართულია ხელისგულები, საჩვენებელი თითები და ცერები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნაზი“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, არათითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია და წინ მიმართული, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე და ოდნავ ქვევით.