შენობა

1

შენობა _  ნაგებობა, სახლი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „სახლი“ _ გაშლილი ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული და საჩვენებელი თითების წვერები ერთმანეთს ეხება; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შენობა-ნაგებობა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული  გაშლილი თითებით და ჩაკეცილი ცერით, სრულდება მოძრაობა ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.