შენაკადი

7

შენაკადი _  მდინარე, რომელიც სხვა მდინარეს ან ზღვას ერთვის

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ზღვა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ტალღური ტრაექტორიის მოძრაობა წინ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მდინარე“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია ფალანგებში მოხრილი ცერი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, კლაკნილი ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა წინ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.