ინსპექცია

ინსპექცია  –  ზედამხედველობა, დაწესებულების ან ორგანიზაციის მეთვალყურეობა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი ხელისგული მიმართულია ქვევით, ცერისა და საჩვენებელი თითის წვერები ერთმანეთს ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ეხება მკერდს, ბოლო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია ხელისგული იმავე კონფიგურაციით და ხელი ისევ ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ინჟინერი

ინჟინერი –  უმაღლესი სამშენებელო ტექნიკური განათლების მქონე პირი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ფორმა – ხელისგულები მიმართულია ქვევით და ერთმანეთისკენ, გაშლილი და წინ მიმართული საჩვენებელი თითები ჯვარედინად ადევს ერთმანეთს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, სრულდება მოძრაობა წინ და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ზომა“  – ხელისგულები მიმართულია წინ, ცერებისა და … Read more

Categories

ინიციატივა

ინიციატივა  –  თაოსნობა რაიმე საქმეში, რაიმე წამოწყებაში   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „იდეა“ – ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, შუბლს ეხება გაშლილი საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და მარჯვნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მინდა“ / „სურვილი“ –  სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად … Read more

Categories

ინვალიდი

ინვალიდი  –   სუსტი, უძლური, შრომისუნარდაკარგული ადამიანი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით, ზევით მიმართულია ქვევით განთავსებული მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული, მონაცვლეობითი მოძრაობა სხეულისკენ და ხელები მონაცვლეობით ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის  დონეზე.

Categories

ინდაური

ინდაური  –   ქათმების ოჯახის მოზრდილი ფრინველი შეუბუმბლავი თავით და ნისკარტს ზემოდან ბიბილოსავით წანაზარდით   ერთხელიანი, დინამიკური, იკონური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილია და ქვევით მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი  მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

ინგლისური

ინგლისური  –  ინგლისელების კუთვნილი, ინგლისელების დამახასიათებელი; ინგლისიდან მომდინარე, ინგლისში წარმოშობილი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ლონდონი“ – ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან – სხეულისკენ და თითები ეხება ყელს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „ენა“ – სხეულისკენ მიმართულია … Read more

Categories

ინგლისი

ინგლისი  –  დიდი ბრიტანეთი, ქვეყანა ევროპაში   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელი სხეულისკენ მოძრაობს და ეხება მარცხენა მხარს. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

იმპორტი

იმპორტი  – საქონლის შემოტანა, შემოზიდვა საზღვარგარეთიდან   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უცხოეთი“ / „საზღვარგარეთ“ – სხეულისკენ მიმართულია პირთან განთავსებული ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითების რხევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გაგზავნა“ –  მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, ხოლო მარცხენა ხელი სხეულისკენაა მიმართული და მარჯვენა მაჯის ქვეშაა განთავსებული, ორივე ხელზე თითები … Read more

Categories

იმისი

იმისი –  მხოლობითი რიცხვის მესამე პირის კუთვნილებითი ნაცვალსახელი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია განზე გაწეული ხელისგული გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი, ზევით აღმართული თითებით, სრულდება მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

იმედიანი

იმედიანი  –   მხნე, გულგაუტეხელი, იმედის მქონე   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ოცნება“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითების რხევით სრულდება მოძრაობა საფეთქელთან; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მინდა“ / „სურვილი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი, სხეულისკენ მიმართული თითებით, ხელი სხეულისკენ მოძრაობს და ეხება … Read more

Categories

იმედი

იმედი   –   სურვილის განხორციელების მოლოდინი, რწმენა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ოცნება“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითების რხევით სრულდება მოძრაობა საფეთქელთან; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მინდა“ / „სურვილი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი, სხეულისკენ მიმართული თითებით, ხელი სხეულისკენ მოძრაობს და ეხება … Read more

Categories

იმათი

იმათი  –  მრავლობითი რიცხვის მესამე პირის კუთვნილებითი ნაცვალსახელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ის“ / „იგი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კუთვნილება“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი, ზევით აღმართული თითებით, სრულდება მოძრაობა … Read more

Categories

იისფერი

იისფერი  –  რაც ფერით იას მოგვაგონებს, მოწითალო ლურჯი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „ყვავილი“ – სხეულისკენ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, მომდევნო ფაზაში ზევით მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით მიმართული თითებით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფერი“ – ხელისგული მარჯვნივაა მიმართული, ხელი სახის დონეზე ფართოდ გაშლილი თითებით … Read more

Categories

იზოლაცია

იზოლაცია  – ცალკე გამოყოფა, გამოცალკევება, გამიჯვნა,  ვინმესთან ან რამესთან ურთიერთობის საშუალების მოსპობა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ერთმანეთთან ახლოს მიტანილი ხელისგულები გაშლილი, ერთმანეთთან შეტყუპებული და ზედა ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა და ბოლო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები იმავე კონფიგურაციით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ივნისი

ივნისი –  კალენდარული წლის მეექვსე და ზაფხულის პირველი თვე, თიბათვე   ჟესტი გადმოცემულია დაქტილური ფორმით (ი, ლ).    

Categories