ანტრაქტი

ანტრაქტი – შესვენება თეატრალური წარმოდგენის (ან რაიმე სხვა სანახაობის) ორ ნაწილს, ორ მოქმედებას შორის   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილი ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დატრიალება“ – ხელისგულები სხეულისკენაა მიმართული, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელები რკალურად მოძრაობს ერთმანეთის მიმართულებით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული სტატიკური სიტყვა-ჟესტი „შესვენება“ – მარჯვენა ხელისგული მიმართულია … Read more

Categories

ანტიკური

ანტიკური  –  ძალიან ძველი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ძველი“ – ხელისგული სახისკენაა მიმართული, თითები შეკრულია მუშტად, საფეთქელთან ხელი სახეს ეხება და ქვევით  მოძრაობს;  ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადრინდელი“ – ხელისგული სახისკენაა მიმართული, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, საჩვენებელი თითი წინ და უკან მოძრაობს რკალური ტრაექტორიით. ჟესტი სრულდება … Read more

Categories

ანტენა

ანტენა – რადიოდანადგარის ნაწილი, რომელიც იჭერს რადიოტალღებს   ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური, იკონური ჟესტი, წინ მიმართული მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით, ხელი ეყრდნობა იდაყვის ქვეშ ამოდებულ პასიურ მარცხენა ხელს, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

Categories

ანტარქტიდა

ანტარქტიდა  – კონტინენტი სამხრეთ პოლუსის ირგვლივ   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიცივე“ /“ყინული“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ორივე ხელით სრულდება ნახევრწრის ტრაექტორიის მოძრაობა და მომდევნო ფაზაში ხელისგულები ზევითაა მიმართული; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სისქე“ –  ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები,  გაშლილია ცერი და ერთად შეტყუპებული, გაშლილი, სწორად მოხრილი … Read more

Categories

ანონიმური

ანონიმური –  ხელმოუწერელი, უსახელო   ორნაწილიანი, დინამიკური ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წერილი“  – ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული,  მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და წინ გადაადგილდება რკალური ტრაექტორიით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საიდუმლო“ … Read more

Categories

ანონიმი

ანონიმი  –  წერილობითი წყარო, რომლის ავტორის ვინაობაც უცნობია   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „წერა“ – ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარცხენა ხელისგულის ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, თითები ერთად მოხრილია ზედა ფალანგებში და ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, სრულდება მოძრაობა მარჯვნივ და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე … Read more

Categories

ანომალია

ანომალია – კანონზომიერების დარღვევა, საერთო წესისაგან, ნორმისაგან გადახვევა, გადახრა   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაბადება“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ნეკი და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა წინ;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სწორი“/ „ამინ“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ცერი და საჩვენებელი … Read more

Categories

ანკეტა

ანკეტა – გარკვეული ფორმის მიხედვით შედგენილი ფურცელი   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „პიროვნება“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ჩაკეცილი ცერებით, … Read more

Categories

ანკესი

ანკესი – თევზის საჭერი მოწყობილობა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მარცხნივაა მიმართული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სხეულისკენ მიმართული მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით განთავსებულია მარჯვენა იდაყვის ქვეშ, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია წელის დონეზე.

Categories

ანკარა

ანკარა – ძალიან წმინდა, კამკამა (სითხე)   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ძალიან“ – მარცხენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და მარჯვნივ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, მარჯვენა ხელისგული მიმართულია ზევით, ოდნავ მოხრილი საჩვენებელი და ცერი თითები გამოსახავენ ღია წრეს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ და … Read more

Categories

ანიმაცია

ანიმაცია  –  კინოხელოვნება, რომელიც მიმართავს ნახატებისა თუ თოჯინების გაცოცხლება-ამოძრავებას   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკნ, და ხელი ეხება საფეთქელს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

ანთოლოგია

ანთოლოგია  – კრებული, რომელშიც მოთავსებულია სხვადასხვა ავტორის რჩეული თხზულებანი, ლექსები   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წერა“ – ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარცხენა ხელისგულის ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, თითები ერთად მოხრილია ზედა ფალანგებში და ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ასრულებს განმეორებად მოძრაობს … Read more

Categories

ანთება

ანთება  – ავადმყოფური პროცესი ამა თუ იმ ორგანოში, რასაც ახასიათებს ტკივილი და მაღალი სიცხე   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით ზევითაა მიმართული, ხელები სხეულისკენ მოძრაობს და სხეულს ეხება.  ჟესტი წარმოდგენილია წელის დონეზე.  

Categories

ანთება

ანთება  –  შუქის ანთება, მოკიდება, აგზნება ცეცხლისა ან სინათლისა     ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული ფალანგებში  მოხრილი თითებით, ბოლო ფაზაში თითები ფართოდ იშლება. ჟესტი სრულდება სახის დონეზე.

Categories

ანემია

ანემია  –  სისხლნაკლებობა, დაავადება, რომელსაც ახასიათებს ერითროციტებში ჰემოგლობინისა და სისხლში ერითროციტების რაოდენობის შემცირება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „წითელი“ / „სისხლი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი საჩვენებელი თითი ეხება ტუჩს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის  მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სისუსტე“  –  სხეულისკენ მიმართული ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით ეხება სხეულს, ორივე … Read more

Categories