არითმეტიკა

არითმეტიკა  – მათემატიკის დარგი, რომელიც შეისწავლის რიცხვებს და ოთხი სახის მოქმედებას მათზე   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უჯრა“ –  ხელისგულები ქვევითაა მიმართული ერთმანეთის პარალელურად, ხელები გაშლილი თითების მონაცვლეობითი რხევით წინ მიემართება; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ანგარიში“ – ხელისგული ზევითაა მიმართული, გაშლილი თითების წვერებს ცერი ეხება განმეორებითი მოძრაობით. ჟესტი სრულდება … Read more

Categories

არეული

არეული  – მოუწესრიგებელი, ერთმანეთში შერეული სხვადასხვა რამ   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; მომდევნო ფაზაში ხელისგულები ქვევითაა მიმართული  გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, სინქრონული მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

არემარე

არემარე  – მხარე, მიდამო, არე, მახლობელი ადგილები, გარემო ადგილები.   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „მიწა“ – ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა ხელს გაშლილი თითებით უჭირავს გაშლილი  მარცხენა ნეკი, მარცხენა ხელის დანარჩენი თითები  შეკრულია მუშტად, ხელები მარჯვნივ მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „მთა“ – ხელისგულები მიმართულია პირდაპირ, ოდნავ მოხრილი საჩვენებელი … Read more

Categories

არევა

არევა –  მოუწესრიგებლად გადაადგილება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ და ქვევით, მარცხენა კი სხეულისკენ და ზევით, ორივე ხელის ფართოდ გაშლილი თითებით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

არდადეგები

არდადეგები – დასვენების პერიოდი, დრო, რომლის განმავლობაში სასწავლებლებში მეცადინეობა შეწყვეტილია, მოსწავლეები დათხოვილი არიან   ორნაწილიანი ჟესტის  პირველი ნაწილია სიტყვა-ჟესტი „სწავლა“ – ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული, შუა და საჩვენებელი თითების წვერებს ეხება ცერი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ზღვარი“ / „-მდე“ –  მარჯვენა … Read more

Categories

არაყი

არაყი   გამჭვირვალე, მაგარი ალკოჰოლიანი სასმელი, რომელიც გამოხდილია პურეულისა, ჭაჭისა ან ხილისაგან   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია წინ, ოდნავ მოხრილი საჩვენებელი და ცერი თითები გამოსახავენ ღია წრეს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ხელი მოძრაობს მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი სრულდება  მკერდის დონეზე.  

Categories

არაფერი

არაფერი –  არარა, არც რამე   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მომართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილია თითები, შუა თითი ქვევითაა ჩაწეული, მარჯვენა ხელის ქვეშ განთავსებული მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით ზევითაა მიმართული, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ქვევით და შუა თითი ეხება მარცხენა ხელისგულს, ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელი გაშლილი თითებთ ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია  მკერდის დონეზე ოდნავ … Read more

Categories

არასოდეს

არასოდეს – არც როდის, არცერთ დროს   ერთხელიანი დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, სრულდება მოძრაობა რკალური ტრაექტორიით მარცხნივ და ქვევით, ბოლო ფაზაში  ხელისგული ქვევითაა მიმართული ფართოდ გაშლილი თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

არასდროს

არასდროს  –  არც როდის, არცერთ დროს   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი “არარა“ – წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ცერი და საჩვენებელი თითები კრავს წრეს, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არა“ – წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ხელი მოძრაობს მარჯვნივ. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.  

Categories

არარაობა

არარაობა  არარად ყოფნა, არაფრის მაქნისი, ღირებულების არმქონე   ორნაწილიანი ჟესტის პირველი  ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერი და საჩვენებელი თითებით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით: ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არარა“ – წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ცერი და საჩვენებელი თითები კრავს წრეს, სრულდება … Read more

Categories

არარა

არარა – არც ერთი რამ, არაფერი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ცერი და საჩვენებელი თითები კრავს წრეს, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.    

Categories

არაჟანი

არაჟანი –  აუდუღარი რძის ნაღები   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები გაშლილი თითებით მიმართულია ზევით, მარჯვენა ხელის თითები ოდნავ მოხრილია ფალანგებში, მარჯვენა ხელით სრულდება  განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელი ეეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.  

Categories

არანორმალური

არანორმალური  – რაც არ შეეფერება ნორმად, წესად მიღებულს       ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „აზრი“ / „გონება“ – ქვემოთ მიმართულია ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი თითი და წვერით ეხება შუბლის მარჯვენა ნაწილს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნორმა“ – მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ და ქვევით, მარცხენა მიმართულია წინ, … Read more

Categories

არამკითხე

არამკითხე   – ვინც სხვის საქმეში დაუკითხავად ერევა, მეტიჩარა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია სიტყვა-ჟესტი „არა“ – ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ხელი მოძრაობს მარჯვნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შეკითხვა“ – მარჯვენა ხელისგული მარჯვნივაა მიმართული, მარცხენა კი – მარცხნივ, გაშლილი და ზევით აღმართული თითებით ხელები ეხება სახეს ტუჩებთან, … Read more

Categories

არავისი

არავისი   –   არც ერთი ადამიანისა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია სიტყვა-ჟესტი „არა“ – ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ხელი მოძრაობს მარჯვნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვისი“ – წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი და შუა  თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელი რკალური ტრაექტორიით მოძრაობს მარცხნივ. … Read more

Categories