არეული – მოუწესრიგებელი, ერთმანეთში შერეული სხვადასხვა რამ
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; მომდევნო ფაზაში ხელისგულები ქვევითაა მიმართული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, სინქრონული მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.