არდადეგები – დასვენების პერიოდი, დრო, რომლის განმავლობაში სასწავლებლებში მეცადინეობა შეწყვეტილია, მოსწავლეები დათხოვილი არიან
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია სიტყვა-ჟესტი „სწავლა“ – ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული, შუა და საჩვენებელი თითების წვერებს ეხება ცერი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ზღვარი“ / „-მდე“ – მარჯვენა ხელისგული ქვევით დაშვებული, გაშლილი თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით ასევე მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელი ზურგით ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი სრულდება სახისა და მკერდის დონეზე.
