გაბატონება

გაბატონება  – ბატონად გახდომა, ბატონად ქცევა  ვინმეზე (რაიმეზე) ძალაუფლების მოპოვება, ვინმეს ან რაიმეს დამორჩილება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „დაპყრობა“ – ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ, შემდეგ ფაზაში ქვევით მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით; ჟესტის მეორე … Read more

Categories

გაბათილება

გაბათილება  – გაუქმება, ანულირება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელის თითები მსუბუქად ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მიემართება. ჟესტი სრულდება მხრების დონეზე.  

Categories

გაახალგაზრდავებული

გაახალგაზრდავებული  –   ორგანიზმით ან გარეგნობით განახლებული, მნიშვნელოვანად გაუმჯობესებული   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ახალგაზრდა“ – ხელისგული წინაა მიმართული, გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი ეხება ლოყას, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული სიტყვა-ჟესტი „გადაქცევა“ / „გარდაქმნა“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილია საჩვენებელი თითი, … Read more

Categories

გაახალგაზრდავება

გაახალგაზრდავება  –  ორგანიზმის ან გარეგნობის განახლება, მნიშვნელოვანი გაუმჯობესება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ახალგაზრდა“ – ხელისგული წინაა მიმართული, გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი ეხება ლოყას, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული სიტყვა-ჟესტი „გადაქცევა“ / „გარდაქმნა“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილია საჩვენებელი თითი, … Read more

Categories

გააზრებული

გააზრებული  –   მოფიქრებული, მოსაზრებული   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ფიქრი“ /„აზრი“ – ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი საჩვენებელი თითი ეხება საფეთქელს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წინადადება“ – ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები: მარჯვენა ქვევითაა მიმართული, მარცხენა – ზევით, ცერები და საჩვენებელი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები … Read more

Categories

გააზრება

გააზრება  – აზრად გავლება, გაფიქრება   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ფიქრი“ /„აზრი“ – ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი საჩვენებელი თითი ეხება საფეთქელს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წინადადება“ – ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები: მარჯვენა ქვევითაა მიმართული, მარცხენა – ზევით, ცერები და საჩვენებელი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი … Read more

Categories

გაადვილებული

გაადვილებული  –  გაიოლებული, გამარტივებული   ორკომპონენტიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გაადვილება“ – ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, თითების წვერები ერთმანეთისკენაა მიმართული, სრულდება განსვლითი მოძრაობა რკალური ტრაექტორიით: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, ხოლო მარცხენა – მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უკვე“  – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია … Read more

Categories

გაადვილება

გაადვილება  –   გაიოლება, გამარტივება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, თითების წვერები ერთმანეთისკენაა მიმართული, სრულდება რკალური ტრაექტორიის განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, ხოლო მარცხენა – მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

ბჭობა

ბჭობა  _ თათბირი, განსჯა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სხდომა“ _ წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით და ჩაკეცილი ცერებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა, ხელები მაჯაში ტრიალდება და ბოლო ფაზაში ხელისგულები სხეულისკენაა მიმართული იმავე კონფიგურაციით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კითხვა-საუბარი“ _ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი … Read more

Categories

ბღავილი

ბღავილი  _  ცხოველთა ხმიანობა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილი და ფალანგებში მოხრილი ცერი და საჩვენებელი თითებით ღია წრეა ასახული,  დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება  განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

ბუხარი

ბუხარი  _ სახლის კედელში შიგნიდან დატანებული აგურის ან ქვის ღუმელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „ცეცხლი“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი, შუა და არათითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან;  ჟესტის მეორე  ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფორმა“ /„ბუნაგი“ _ ქვევით  მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში … Read more

Categories

ბუჩქი

ბუჩქი  _    მერქნიანი დაბალი მცენარე, რომელიც ძირიდანვე იტოტება და მრავალ ერთნაირ ღეროს იკეთებს   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ხე“  _ იდაყვშია მოხრილი ხელით მხრების დონეზე განთავსებული მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა იდაყვთან განთავსებული მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით ქვევითაა მიმართული და თითები ეხება მარჯვენა იდაყვს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, … Read more

Categories

ბუშტი

ბუშტი  _ სითხით, ჰაერით ან გაზით გაბერილი აპკოვანი პარკი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური  სიტყვა-ჟესტი „ბერვა“ _ მუშტად შეკრული ხელები ნიკაპის ქვემოთ ერთმანეთზეა განთავსებული, მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, მარცხენა _ მარჯვნივ;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „ბურთი“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი, ფალანგებში ოდნავ მოხრილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით. … Read more

Categories

ბუღალტერი

ბუღალტერი _  სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვა-წარმოების სპეციალისტი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ანგარიში“ _ მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით ზევითაა მიმართული, მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარცხენა ხელისგულის ზედაპირზე მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ … Read more

Categories

ბუტვა

ბუტვა  _ დამდურება, გაჩუმება წყრომის ნიშნად   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია მარცხნივ და სახისკენ,  გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, საჩვენებელი თითი ეხება ლოყას. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories