გაადვილებული

2

გაადვილებული    გაიოლებული, გამარტივებული

 

ორკომპონენტიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გაადვილება“ ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, თითების წვერები ერთმანეთისკენაა მიმართული, სრულდება განსვლითი მოძრაობა რკალური ტრაექტორიით: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, ხოლო მარცხენა მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უკვე“   სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.