გააზრება

3

გააზრება  აზრად გავლება, გაფიქრება

 

რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ფიქრი“ /„აზრი“ ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი საჩვენებელი თითი ეხება საფეთქელს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წინადადება“ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები: მარჯვენა ქვევითაა მიმართული, მარცხენა ზევით, ცერები და საჩვენებელი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელები ერთმანეთს მსუბუქად ეხება, ხდება პოზიციათა მონაცვლეობა: მარჯვენა ხელისგული ზევითაა მიმართული, მარცხენა ქვევით. ჟესტი სრულდება სახისა და მკერდის დონეზე.