გააზრებული – მოფიქრებული, მოსაზრებული
რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ფიქრი“ /„აზრი“ – ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი საჩვენებელი თითი ეხება საფეთქელს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წინადადება“ – ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები: მარჯვენა ქვევითაა მიმართული, მარცხენა – ზევით, ცერები და საჩვენებელი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელები ერთმანეთს მსუბუქად ეხება, ხდება პოზიციათა მონაცვლეობა: მარჯვენა ხელისგული ზევითაა მიმართული, მარცხენა – ქვევით; ჟესტის ბოლო ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უკვე“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის, მხრებისა და მკერდის დონეზე.
