გაახალგაზრდავება

5

გაახალგაზრდავება   ორგანიზმის ან გარეგნობის განახლება, მნიშვნელოვანი გაუმჯობესება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ახალგაზრდა“ ხელისგული წინაა მიმართული, გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი ეხება ლოყას, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული სიტყვა-ჟესტი „გადაქცევა“ / „გარდაქმნა“ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ხელები ერთმანეთზეა მიდებული, საჩვენებელი თითებით სრულდება მონაცვლეობითი, განმეორებითი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.