გაახალგაზრდავებული – ორგანიზმით ან გარეგნობით განახლებული, მნიშვნელოვანად გაუმჯობესებული
რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ახალგაზრდა“ – ხელისგული წინაა მიმართული, გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი ეხება ლოყას, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული სიტყვა-ჟესტი „გადაქცევა“ / „გარდაქმნა“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ხელები ერთმანეთზეა მიდებული, საჩვენებელი თითებით სრულდება მონაცვლეობითი, განმეორებითი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მესამე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უკვე“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის, მხრებისა და მკერდის დონეზე.