ბურთი

ბურთი  _  თამაშებისთვის განკუთვნილი სფერული ფორმის საგანი, რომელიც  მზადდება დრეკადი მასალისაგან და იტუმბება ჰაერით   ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური, იკონური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories ბ

ბურანი

ბურანი _  გარუკვეველი მდომარეობა, გარდამავალი მდგომარეობა ძილსა და ღვიძილს შორის   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories ბ

ბუნებრივი

ბუნებრივი  _   რაც ბუნებას ეკუთვნის, რაც ბუნებისაგან გამომდინარეობს, ბუნებისმიერი, ბუნებისეული, ნამდვილი, ნატურალური   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბუნება“ / „ჰაერი“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით. მარჯვენა ხელი მარცხენასთან შედარებით ზევითაა განთავსებული, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ, ხელები ერთმანეთს უახლოვდება და შორდება, ბოლო ფაზაში ერთმანეთზე გადაჯვარედინებულია ხელები … Read more

Categories ბ

ბუნება

ბუნება  _    რეალურად, ობიექტურად არსებული ორგანული და არაორგანული სამყარო (დედამიწა, ჰაერი, წყალი, ცის სხეულები, მცენარეები, ცხოველები)   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით. მარჯვენა ხელი მარცხენასთან შედარებით ზევითაა განთავსებული, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ, ხელები ერთმანეთს უახლოვდება და შორდება, ბოლო ფაზაში ერთმანეთზე გადაჯვარედინებულია ხელები იმავე კონფიგურაციებით. ჟესტი წარმოდგენილია … Read more

Categories ბ

ბუნება

ბუნება   _   რეალურად, ობიექტურად არსებული ორგანული და არაორგანული სამყარო (დედამიწა, ჰაერი, წყალი, ცის სხეულები, მცენარეები, ცხოველები)   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ბ-დაქტილი, მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჰაერი“_ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით. მარჯვენა ხელი მარცხენასთან შედარებით ზევითაა განთავსებული, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ, ხელები ერთმანეთს უახლოვდება და შორდება, ბოლო … Read more

Categories ბ

ბუნაგი

ბუნაგი  _  გარეული ცხოველის, ნადირის სადგომი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, ქვევით  მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება  რკალური ტრაექტორიის ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა  _ მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories ბ

ბულიონი

ბულიონი  _  ქათმის ხორცის ნახარში   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქათამი“ _ მარცხენა ხელისგული ზევითაა მიმართული თავისუფლად გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარცხენა ხელის ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, ცერი და საჩვენებელი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მარცხენა … Read more

Categories ბ

ბულვარი

ბულვარი  _ სასეირნო ხეივანი ქალაქად, ქუჩის გასწვრივ, ზღვის ან მდინარის ნაპირის გაყოლებაზე   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories ბ

ბულბული

ბულბული  _ მონაცრისფრო პატარა მგალობელი ჩიტი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „ნისკარტი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილია ცერი, საჩვენებელი და შუა თითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, გაშლილი თითებით სახის წინ სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური. პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „ფრენა“ _ იდაყვებში … Read more

Categories ბ

ბუზი

ბუზი  _   ძალზე გავრცელებული წყვილფრთიანი მწერების საერთო სახელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი _ წინ მიმართულია ხელისგული, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ეხება სახეს; ჟესტის მეორე  ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „ფრენა“ _ იდაყვებში განზე გაწეულია ხელები, ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით, … Read more

Categories ბ

ბუდე

ბუდე  _ ფრინველის ბინა, სადაც ის კვერცხებს დებს და ბარტყებს ჩეკს   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილია ერთმანეთისკენ მიმართული თითები, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ერთმანეთის მიმართულებით და ბოლო ფაზაში მაჯები ერთმანეთს უახლოვდება, ხელისგულები წინაა მიმართული. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories ბ

ბრჭყვიალი

ბრჭყვიალი  _   ბრწყინვა, კაშკაში, ნაირფერად ელვარება, ბზინვარება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ  გაშლილი თითებით, სრულდება განმეორებადი, ბრუნვადი მოძრაობა მაჯაში. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories ბ

ბრწყინვა

ბრწყინვა    _  ელვარება, ბრჭყვიალი, კაშკაში   ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „თვალი“  _ მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, საჩვენებელი თითი გაშლილია და თვალთან მიდებული, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბრწყინვა“ / „ელვარება“  _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ორივე ხელით  სინქრონულად სრულდება განმეორებადი, ბრუნვადი მოძრაობა მაჯებში. ჟესტი წარმოდგენილია … Read more

Categories ბ

ბრძოლა

ბრძოლა  _   ომი, შეიარაღებული შეტაკება მტერთან, საომარი მოქმედება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთზე გადაჭდობილი თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories ბ

ბრძენი

ბრძენი  _   ღრმა ჭკუის, დიდი ცოდნისა და გამოცდილების, დაკვირვებისა და გაგების უნარის მქონე ადამიანი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „მეცნიერება“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ცერი ეხება შუბლს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გამოცდილება“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ეხება … Read more

Categories ბ