ბრძანება

ბრძანება _  განკარგულება, ხელისუფლების ან უფლებამოსილი პირის განკარგულება, რომლის შესრულებაც სავალდებულოა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით  მიმართულია  მარცხნივ, მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით  მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა ხელი ზემოთაა განთავსებული და მოძრაობს მარცხნივ და ქვევით, ხელი ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ბრტყელი

ბრტყელი _ სწორზედაპირიანი, ფართოდ გაშლილი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი მოძრაობს მარჯვნივ და ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე მიმიკის თანხლებით.

Categories

ბროწეული

ბროწეული  _  ხეხილი იზრდება ეკლიან მაღალ ბუჩქად, აქვს წითელი ყვავილი, ისხამს წითელი წვნიანი მარცვლებით სავსე მაგარქერქიან ნაყოფს   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „წითელი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ტეჩებზე მიდებულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრული მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით, … Read more

Categories

ბროშურა

ბროშურა _  პატარა ნაბეჭდი წიგნაკი   რთული ჟესტის  პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „რეკლამა“  _ წინ მიმართულია ხელისგულები, მარჯვენა ხელის თითები გაშლილია, მარცხენა ცერი ეხება შუა თითს, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება ხელის პოზიციათა და კონფიგურაციათა მონაცვლეობითი, განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „ფურცელი“  _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, … Read more

Categories

ბრმა

ბრმა   _  უსინათლო, ვინც სრულებით ვერ ხედავს, მხედველობას მოკლებული   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით, ხელი ეხება თვალს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.    

Categories

ბრინჯაო

ბრინჯაო _  ლითონი, სპილენძის შენადნობი სხვა ლითონებთან (კალასთან და ტყვიასთან)   ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, დინამიკური, ასიმეტრიული სიტყვა-ჟესტი „რკინა“ –  ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ და სხეულისკენ, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარჯვნივ და სხეულისკენ, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი გაშლილი თითებით … Read more

Categories

ბრბო

ბრბო  _  ადამიანთა უწესრიგო გროვა, არაორგანიზებული, ბნელი სულისკვეთების ხალხი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბაზარი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელი მარცხენას ზემოთაა განთავსებული, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“  _ … Read more

Categories

ბრახუნი

ბრახუნი   _    ბრაგუნი, მაგარ რამეზე ცემა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მხრების დონეზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.  

Categories

ბრალმდებელი

ბრალმდებელი  _  ვინც სამართალში მიცემულ პირს ბრალს სდებს, ვინც სასამართლოში ბრალდებას ასაბუთებს, პროკურორი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბრალი“ _ ქვევით მიმართულია ტუჩების წინ განთავსებული ხელისგული, შუა და საჩვენებელი თითები ეხება ცერს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და … Read more

Categories

ბრალი

ბრალი   _   დანაშაული, შეცოდება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ტუჩების წინ განთავსებული ხელისგული, შუა და საჩვენებელი თითები ეხება ცერს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

ბრალდებული

ბრალდებული   _  ვისაც ბრალი ედება, სამართალში მიცემული პირი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბრალი“ _ ქვევით მიმართულია ტუჩების წინ განთავსებული ხელისგული, შუა და საჩვენებელი თითები ეხება ცერს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“_ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა … Read more

Categories

ბრალდება

ბრალდება   _ დაბრალება, ბრალის დადება, დამნაშავედ მიჩნევა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბრალი“ _ ქვევით მიმართულია ტუჩების წინ განთავსებული ხელისგული, შუა და საჩვენებელი თითები ეხება ცერს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი _ ხელისგული წინ და ქვევითაა მიმართული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, … Read more

Categories

ბრაზი

ბრაზი  _ ძლიერი გაჯავრება, ძალზე გულის მოსვლა, გახელება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, ხელი ეხება მკერდს, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ბოსტანი

ბოსტანი   _   მიწის ნაკვეთი, სადაც მოჰყავთ მწვანილი და ბოსტნეული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბაღი“ _ ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ზევით აღმართული ცერებით, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი, ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით, თითები ერთმანეთს მსუბუქად ეხება; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური … Read more

Categories

ბოსელი

ბოსელი _  მსხვილფეხა რქიანი საქონლის სადგომი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „ძროხა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ცერები მიდებულია საფეთქლებთან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „სახლი“  _ გაშლილი ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, თითების წვერები ერთმანეთს ეხება და ხელები წინ მიემართება. ჟესტი წარმოდგენილია … Read more

Categories