ბროწეული

23

ბროწეული  _  ხეხილი იზრდება ეკლიან მაღალ ბუჩქად, აქვს წითელი ყვავილი, ისხამს წითელი წვნიანი მარცვლებით სავსე მაგარქერქიან ნაყოფს

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „წითელი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ტეჩებზე მიდებულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრული მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით, ხელისგულები ერთმანეთს ეხება, მარჯვენა ხელით სრულდება ორჯერადი (ან სამჯერადი) რკალური მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.