გაბატონება

8

გაბატონება  ბატონად გახდომა, ბატონად ქცევა  ვინმეზე (რაიმეზე) ძალაუფლების მოპოვება, ვინმეს ან რაიმეს დამორჩილება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „დაპყრობა“ ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის განსვლითი

მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა მარცხნივ, შემდეგ ფაზაში ქვევით მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბატონი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით, ხელი ეხება მკერდს ჯერ მარცხნივ, შემდეგ მარჯვნივ. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.