გაბატონებული

9

გაბატონებული  ბატონად გამხდარი, ბატონად ქცეული, უპირატესი

 

სამნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „დაპყრობა“ ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა მარცხნივ, შემდეგ ფაზაში ქვევით მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბატონი“ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით, ხელი ეხება მკერდს ჯერ მარცხნივ, შემდეგ მარჯვნივ; ჟესტის მესამე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უკვე“ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.