გერმანია

გერმანია –  ქვეყანა დასავლეთ ევროპაში   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია მარცხნივ, საჩვენებელი თითიდა ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილი და ზევით აღმართულია, კლაკნილი ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

გერბი

ღერბი  –  1. ახელმწიფოს ან საგვარეულოს სიმბოლიკა; 2. ოფიციალური ორგანიზაციის ან რამე იურიდიული პირის სიმბოლური ფორმა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „სახელწიფო“ – გაშლილი და ზემოთ აღმართული საჩვენებელი თითი ეხება შუბლს, მოხრილია შუა თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი – მარჯვნივ მიმართულია  მარცხენა ხელისგული გაშლილი და … Read more

Categories

გეომეტრია

გეომეტრია  –  მათემატიკის დარგი, რომელიც შეისწავლის სხეულთა ფორმას, სიდიდეს და მდებარეობას სიბრტყესა და სივრცეში   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აზომვა“ – ხელისგულები მიმართულია წინ, ცერი და საჩვენებელი თითების წვერები ერთმანეთს ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილი წარმოდგენილია ძველი ანბანის გ-დაქტილით. ჟესტი სრულდება მხრების დონეზე.

Categories

გენეტიკა

გენეტიკა –   ბიოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის ორგანიზმის განვითარებასა და მემკვიდრეობითობას   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გენი“ – იდაყვში გაშლილი და წინ გაწვდილია ზემოთ მიმართული მარცხენა ხელისგული ოდნავ მოხრილი თითებით, ამ ხელს მაჯასთან ზევით-ქვევით განმეორებადი მოძრაობით ეხება მარჯვენა ხელის გაშლილი საჩვენებელი თითი, მარჯვენა ხელის დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად და ხელისგული მიმართულია ქვევით; … Read more

Categories

გენი

გენი  –   მემკვიდრეობითი ბიოქიმიური ფაქტორები   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, იდაყვში გაშლილი და წინ გაწვდილია ზემოთ მიმართული მარცხენა ხელისგული ოდნავ მოხრილი თითებით, ამ ხელს მაჯასთან ზევით-ქვევით განმეორებადი მოძრაობით ეხება მარჯვენა ხელის გაშლილი საჩვენებელი თითი, მარჯვენა ხელის დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად და ხელისგული მიმართულია ქვევით. ჟესტი  სრულდება წელის დონეზე.

Categories

გენერალი

გენერალი –   უმაღლესი სამხედრო წოდება,  შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, მოხრილი და ქვევით დაშვებულია საჩვენებელი თითები და გაშლილი ცერები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია თეძოების დონეზე.

Categories

გენაცვალე

გენაცვალე –   საალერსო მიმართვის ფორმა, შემოგევლე! გეთაყვანე!   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური  სიტყვა-ჟესტი „საყვარელი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, საჩვენებელი თითი და ცერი  ერთმანეთს წვერებით ეხება და ეხება ყელს, დანარჩენი თითები გაშლილია; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური ფორმა – სხეულისკენ მიმართულია მხრის დონეზე განზე გაწეული ხელისგული გაშლილი თითებით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.

Categories

გემოვნება

გემოვნება  –  1. გემოს შეგრძნების უნარი;  2. ესთეტიკური განცდის უნარი, სილამაზის, მშვენიერების გრძნობა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „გემო“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი ეხება ტუჩებს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული ფორმა – ხელისგულები და თითები მიმართულია ზევით, ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა … Read more

Categories

გემრიელი

გემრიელი –  კარგი გემური თვისების მქონე   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, საჩვენებელი თითი ეხება ლოყას, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

გემო

გემო  –   შეგრძნება, რომლის ძირითადი ორგანოა ენა და პირი; საჭმლის ან სხვა ნივთიერების თვისება, რომელიც შეიგრძნობა პირით   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, საჩვენებელი თითი ეხება ტუჩებს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

გეზი

გეზი   –  ალღო, გზის ცოდნა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და წინ მიემართება. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.  

Categories

გედი

გედი   – ყელმაღალი  ბატისებრი გარეული ფრინველი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „თეთრი“ – ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, ცერი და საჩვენებელი თითი კრავს წრეს, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ეხება მკერდს, მომდევნო ფაზაში გაშლილია თითები და ქვევით ჩაწეული შუა თითი;  ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „ნისკარტი“  – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილია საჩვენებელი, ცერი … Read more

Categories

გეგმა

გეგმა  –  1. ნახაზი, რომელიც გამოხატავს რაიმე საგანს; 2.ღონისძიებათა, მოქმედებათა წინასწარ შემუშავებული სისტემა, რომელიც ითვალისწინებს სამუშაოთა შესრულების წესს, თანამიმდევრობას, ვადებს   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა და ხელი გაშლილი თითებით ეხება მარცხენა ხელისგულს, … Read more

Categories

გაჯიუტება

გაჯიუტება   –  გაკერპება,  თავნებობა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილი საჩვენებელი თითი ეხება შებლს საფეთქელთან, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა ქვევით, მომდევნო ფაზაში მხრების დონეზე განთავსებული ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, მოხრილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

Categories

გაჯი

გაჯი  –  შიდა კედლების გასალესი მიწის მასალა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა –  მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და ზევით აწეული ცერით მიმართულია მარცხნივ, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა წინ და ქვევით, ცერი მსუბუქად ეხება ზედა ტუჩს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „ლესვა“ –  მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული … Read more

Categories