გეომეტრია

2

გეომეტრია    მათემატიკის დარგი, რომელიც შეისწავლის სხეულთა ფორმას, სიდიდეს და მდებარეობას სიბრტყესა და სივრცეში

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აზომვა“ ხელისგულები მიმართულია წინ, ცერი და საჩვენებელი თითების წვერები ერთმანეთს ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილი წარმოდგენილია ძველი ანბანის გ-დაქტილით. ჟესტი სრულდება მხრების დონეზე.