გენეტიკა

1

გენეტიკა    ბიოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის ორგანიზმის განვითარებასა და მემკვიდრეობითობას

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გენი“ იდაყვში გაშლილი და წინ გაწვდილია ზემოთ მიმართული მარცხენა ხელისგული ოდნავ მოხრილი თითებით, ამ ხელს მაჯასთან ზევით-ქვევით განმეორებადი მოძრაობით ეხება მარჯვენა ხელის გაშლილი საჩვენებელი თითი, მარჯვენა ხელის დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად და ხელისგული მიმართულია ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შთამომავლობა“ ხელისგულები სხეულისკენაა  მიმართული, საჩვენებელი თითები გაშლილია და ერთმანეთისკენ მიმართული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.